---
title: "მუხლი 26. გარდამავალი დებულებები — ფინანსური პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/26"
law: "ფინანსური პოლიციის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 13438"
adopted: "2004-02-24"
consolidated_as_of: "2006-11-24"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 26. გარდამავალი დებულებები — ფინანსური პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2006-11-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-01-01.
> Cite as: ფინანსური პოლიციის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2006-11-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/26

1. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებული საქმეები გადაეცეს ფინანსურ პოლიციას, როგორც მის უფლებამონაცვლეს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს ამ კანონის მიღებიდან ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის განაკვეთების, წელთა ნამსახურობისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციის ოდენობის თაობაზე.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ; ბ) ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის შესახებ; გ) ფინანსური პოლიციის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ; დ) ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ.

4. 2004 წლის 1 მაისამდე დასრულდეს საგამოძიებო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის და საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე პოლიციის ფორმირება.

5. 2004 წლის 1 მაისამდე დასრულდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის და საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის ლიკვიდაციის პროცესი.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/27.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
