---
title: "მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — ლობისტური საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/1"
law: "ლობისტური საქმიანობის შესახებ"
article: "1"
identifier: "1591"
adopted: "1998-09-30"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — ლობისტური საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლობისტური საქმიანობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს ლობისტად რეგისტრაციის წესს და აწესრიგებს ლობისტური საქმიანობის განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის და უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანების მიღების პროცედურაზე.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/2.md
