---
title: "მუხლი 11. ინფორმაციის მიღების უფლება — ლობისტური საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/11"
law: "ლობისტური საქმიანობის შესახებ"
article: "11"
identifier: "1591"
adopted: "1998-09-30"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ინფორმაციის მიღების უფლება — ლობისტური საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლობისტური საქმიანობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/11

ლობისტს უფლება აქვს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში, აღმასრულებელ ორგანოში ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით არსებულ ოფიციალურ მასალებს, აგრეთვე, დადგენილი წესით, გადაიღოს მათი ასლები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7019 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/12.md
