---
title: "მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება — ლობისტური საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/2"
law: "ლობისტური საქმიანობის შესახებ"
article: "2"
identifier: "1591"
adopted: "1998-09-30"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება — ლობისტური საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლობისტური საქმიანობის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „ლობისტური საქმიანობა” – საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოზე ლობისტად რეგისტრირებული პირის (შემდგომში – „ლობისტი”) ისეთი ზემოქმედება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით; ბ) წარმომადგენლობითი ორგანო − საქართველოს პარლამენტი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო; გ) აღმასრულებელი ორგანო − საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო; დ) „საკანონმდებლო ცვლილება” – ნორმატიული აქტის მიღება ან ნორმატიული აქტის პროექტის შეცვლა ან უარყოფა. ​ ​ საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1253 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5010 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7019 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/3.md
