---
title: "მუხლი 3. ინტერესების დაფიქსირება — ლობისტური საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/3"
law: "ლობისტური საქმიანობის შესახებ"
article: "3"
identifier: "1591"
adopted: "1998-09-30"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ინტერესების დაფიქსირება — ლობისტური საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლობისტური საქმიანობის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/3

1. საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან სამეწარმეო საქმიანობაში პირადი ინტერესებისა და სფეროს შესახებ წერილობით განაცხადონ თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცებისთანავე ან შემდგომ, თუ ასეთი ინტერესები წარმოიშვა.

2. პარლამენტის წევრს, სხვა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც წერილობით განაცხადებს სამეწარმეო საქმიანობის სფეროში პირადი ინტერესების შესახებ, უფლება აქვს თავი შეიკავოს შესაბამისი ნორმატიული აქტის განხილვაში მონაწილეობისაგან. თავი II. ლობისტად რეგისტრაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/4.md
