---
title: "მუხლი 6. ლობისტად რეგისტრაციაზე უარის თქმა — ლობისტური საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/6"
law: "ლობისტური საქმიანობის შესახებ"
article: "6"
identifier: "1591"
adopted: "1998-09-30"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ლობისტად რეგისტრაციაზე უარის თქმა — ლობისტური საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლობისტური საქმიანობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/6

1. პირს ლობისტად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება, თუ: ა) მისი სამსახურებრივი მდგომარეობა შეუთავსებელია ლობისტური საქმიანობის განხორციელებასთან; ბ) იგი ნასამართლევია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ან თანამდებობრივი დანაშაულისათვის; გ) მის მიერ განცხადებაში მითითებული მონაცემები ან წარმოდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს; დ) მას ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა ჩამოერთვა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით.

2. ლობისტად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული.

3. ლობისტად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/7.md
