---
title: "მუხლი 7. დავალება — ლობისტური საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/7"
law: "ლობისტური საქმიანობის შესახებ"
article: "7"
identifier: "1591"
adopted: "1998-09-30"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. დავალება — ლობისტური საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლობისტური საქმიანობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/7

1. დავალება ფორმდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

2. დავალება შეიძლება ითვალისწინებდეს მხოლოდ ერთი ნორმატიული აქტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების) მიღებას ან ნორმატიული აქტის მხოლოდ ერთი პროექტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების) შეცვლას ან უარყოფას.

3. დავალებაში მარწმუნებლად შეიძლება წარმოდგენილი იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი (სახაზინო საწარმოსა და სახაზინო დაწესებულების გარდა) ან საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეთა არანაკლებ ორმოცდაათკაციანი ჯგუფი.

4. დავალება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ აუცილებელ მონაცემებს: ა) ხელშეკრულების საგნის შესახებ, იმ საკანონმდებლო ცვლილების მითითებით, რომელსაც მიზნად ისახავს მარწმუნებელი; ბ) ლობისტის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის გასამრჯელოს შესახებ, მისი ოდენობის, სახის და გადახდის წესის მითითებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13552-lobisturi-sakmianobis-shesakheb/8.md
