---
title: "მუხლი 1. დებულების მიზანი და მოქმედების სფერო — სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/1"
law: "სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "1"
identifier: "matsne 1355417"
adopted: "2001-10-15"
consolidated_as_of: "2002-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. დებულების მიზანი და მოქმედების სფერო — სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2002-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 1 (consolidated as of 2002-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/1

1. დებულება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.

2. დებულებით დადგენილი წესები და ნორმები ვრცელდება ყველა იმ სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელზეც ვრცელდება კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.

3. დებულების მიზანია კანონით დადგენილი წესებისა და ნორმების დეტალიზაცია, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მეთოდიკის განსაზღვრა და პროცედურების რეგლამენტირება.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/2.md
