---
title: "მუხლი 2. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები — სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/2"
law: "სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "2"
identifier: "matsne 1355417"
adopted: "2001-10-15"
consolidated_as_of: "2002-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები — სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2002-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 2 (consolidated as of 2002-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/2

1. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლით და ამ დებულებით.

2. კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების, სახელმწიფო საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით, ამ დებულებითა და შესაბამისი სხვა კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვით შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავალებს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ან თანამშრომელთა სპეციალურ ჯგუფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებას.

3. პასუხისმგებლობა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით, ამ დებულებითა და შესაბამისი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვაზე, სახელმწიფო შესყიდვების რაციონალურ განხორციელებაზე მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/3.md
