---
title: "მუხლი 22. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება — სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/22"
law: "სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "22"
identifier: "matsne 1355417"
adopted: "2001-10-15"
consolidated_as_of: "2002-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება — სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2002-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 22 (consolidated as of 2002-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/22

1. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისათვის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში შემსყიდველ ორგანიზაციას და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის იდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციით, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებით და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე.

3. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ 30 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს გაზეთში ,,24 საათი.

4. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე, ან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში ვერ წარმოადგენს საჭირო გარანტიას, ან მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, სატენდერო კომისია მიმართავს ტენდერში მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების, სატენდერო წინადადების, მისი გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

5. თუ სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი სატენდერო წინადადებების ხელახალი განხილვა და შეფასება.

6. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა სურვილი სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის თანახმად ტარდება ახალი ტენდერი.
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2005 წლის 25 მაისის ბრძანება №4-სსმIII,№68,06.06.2005წ.,მუხ.735

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/23.md
