---
title: "მუხლი 24. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი — სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/24"
law: "სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "24"
identifier: "matsne 1355417"
adopted: "2001-10-15"
consolidated_as_of: "2002-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი — სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2002-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 24 (consolidated as of 2002-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/24

1.ტენდერი ითვლება არშემდგარად, თუ:
ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადებები;
ბ) დახურული ტენდერის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის თაობაზე ამ დებულების 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. ტენდერი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ:
ა) წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემებიდან არც ერთი პირის მონაცემები არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადებებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს;
გ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.

3. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, გარდა ამ მუხლის მე - 4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის თანახმად, ცხადდება ხელახალი ტენდერი.

4. იმ შემთხვევაში, თუ ხელახალი ტენდერის გამოცხადების შემდეგ არც ერთი სატენდერო წინადადება არ იქნა წარმოდგენილი ან პრეტენდენტთა მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებიდან არც ერთი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ან/და სატენდერო წინადადებების განხილვისა და შეფასების შედეგად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების ან მეთოდის შერჩევის საკითხი შეათანხმოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.
თავი III
ფასთა კოტირება და ერთ პირთან მოლაპარაკება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/25.md
