---
title: "მუხლი 36. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეჩერება — სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/36"
law: "სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "36"
identifier: "matsne 1355417"
adopted: "2001-10-15"
consolidated_as_of: "2002-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეჩერება — სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2002-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 36 (consolidated as of 2002-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/36

1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველ ორგანიზაციაში, სააგენტოში ან სასამართლოში პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვების პროცედურები 10 დღის ვადით.

2. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არ შეაჩერებს შესყიდვის პროცედურებს, გადაწყვეტილებას მათი შეჩერების შესახებ იღებს სააგენტო.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით შესყიდვის პროცედურების შეჩერების ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, თუ გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურების შეჩერების შესახებ მიღებულია შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სააგენტოს მიერ.

4. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გასაჩივრების პერიოდში სააგენტოსთან შეთანხმებით არ შეაჩეროს შესყიდვების პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელების დაყოვნება შეუძლებელია ან გაუმართლებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/37.md
