---
title: "მუხლი 37. გასაჩივრება სასამართლო წესით — სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/37"
law: "სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "37"
identifier: "matsne 1355417"
adopted: "2001-10-15"
consolidated_as_of: "2002-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. გასაჩივრება სასამართლო წესით — სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2002-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 37 (consolidated as of 2002-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/37

1. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ, მონაწილე, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის და სააგენტოს მიერ პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლო წესით, მათ შეუძლიათ აგრეთვე პირდაპირ მიმართონ სასამართლოს.

2. სასამართლოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/36.md
