---
title: "მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/1"
law: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 13678"
adopted: "1998-10-28"
consolidated_as_of: "2007-06-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-07-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-07-11.
> Cite as: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2007-06-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/1

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – მიწის ყველა ნაკვეთი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით არ გამოიყენება; ბ) განკარგვა – ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა; გ) იჯარა – ამ კანონში ტერმინში „იჯარა” იგულისხმება აღნაგობის უფლებაც; დ) მიწათსარგებლობის უფლება – მოიცავს იჯარის, აღნაგობის, ქირავნობის ან უზუფრუქტის უფლებებს; ე) მიწის სამართლებრივი რეჟიმი – მიწით სარგებლობის, ყიდვა-გაყიდვის, კონსერვაციის, რეგისტრაციის, კადასტრის, ზედამხედველობისა და ქალაქთმშენებლობის (რაიონული დაგეგმარების სქემები და პროექტები, ქალაქებისა და სხვა დასახლებათა გენერალური სქემები და გეგმები) მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, რომლებიც შეეხება ქალაქების დაგეგმარებას, ზონებად დაყოფას, დაცული ტერიტორიების, წყლის ობიექტების, გარემოსა და მინერალური რესურსების დაცვას. მიწის სამართლებრივ რეჟიმს, აგრეთვე განეკუთვნება ნებისმიერი კერძო სამართლებრივი შეთანხმება, რომელიც ეხება მიწით სარგებლობას, ფლობას ან განკარგვას; ვ) მოიჯარე – ამ კანონში ტერმინში „მოიჯარე” იგულისხმება აღნაგობის უფლების მქონეც; ზ) სახელმწიფო მიწა – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა; თ) შეზღუდვა – მიწათმოსარგებლისათვის მიწის ფლობის, განკარგვის ან სარგებლობის,' სერვიტუტების ჩათვლით, უფლების შეზღუდვა ან შეკვეცა; ი) შენობა-ნაგებობა – ნებისმიერი შენობა, კონსტრუქცია ან ნაგებობა, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად განსაზღვრულია როგორც უძრავი ნივთი. საქართველოს 1999 წლის 2 2 ივლისის კანონი №22 94 – სსმI, № 40 (4 7 ), 11 .0 8 .1999წ., მუხ.1 98

---
Next article: https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/2.md
