---
title: "მუხლი 11. სახელმწიფო მიწის გასხვისების წესი — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/11"
law: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 13678"
adopted: "1998-10-28"
consolidated_as_of: "2007-06-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-07-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სახელმწიფო მიწის გასხვისების წესი — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-07-11.
> Cite as: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2007-06-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/11

1. (ამოღებულია).

2. სახელმწიფო მიწის ნაკვეთები საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიეყიდებათ მიწის სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნების დაცვით ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დადგენილი ფასით. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარო რეესტრში (საადგილმამულო წიგნში).

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დადგენილი წესით აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს უფლება აქვთ შეიძინონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განთავსებულია მათი კუთვნილი შენობა-ნაგებობები ან რომლებიც გამიზნულია ასეთი შენობა-ნაგებობების განსათავსებლად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად პირდაპირი განკარგვის წესით.

4. მიწის ნაკვეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთრებაში გადაცემა ფორმდება ხელშეკრულებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

5. მიწის ნაკვეთის შემძენ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს შორის, წარმოდგენილს საქართველოს რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოების სახით, ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები, რომლებიც ცალკეული კატეგორიების მიწების მიმართ გამოიყენება, მესაკუთრის შეცვლის მიუხედავად უცვლელი რჩება. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2294 – სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.198 საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2403 – სსმI, №44(51), 29.09.1999წ., მუხ.233

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/12.md
