---
title: "მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/2"
law: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 13678"
adopted: "1998-10-28"
consolidated_as_of: "2007-06-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-07-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-07-11.
> Cite as: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2007-06-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/2

1. ეს კანონი აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (შემდგომში – სახელმწიფო მიწის) მართვისა და განკარგვის საკითხებს და განსაზღვრავს იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, რომლებიც სახელმწიფო მიწით განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენენ სახელმწიფოს.

2. ეს კანონი არ აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ქონებაზე არსებული წესით დამაგრებული მიწის ნაკვეთის განკარგვისა და მართვის საკითხებს.

3. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ქონების განკარგვა ხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით არის დამაგრებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

4. სახელმწიფო მიწის განკარგვასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება „ ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ “ საქართველოს კანონით . საქართველოს 1999 წლის 2 2 ივლისის კანონი №22 94 – სსმI, № 40 (4 7 ), 11 .0 8 .1999წ., მუხ.1 98 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1850 – სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.292 საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3426 – სსმI, №25, 13.07.2006წ., მუხ.200

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/3.md
