---
title: "მუხლი 4. სახელმწიფო მიწით სარგებლობა და მისი გასხვისება — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/4"
law: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 13678"
adopted: "1998-10-28"
consolidated_as_of: "2007-06-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-07-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სახელმწიფო მიწით სარგებლობა და მისი გასხვისება — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-07-11.
> Cite as: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2007-06-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/4

1. ამ კანონის საფუძველზე საკუთრების, იჯარის, აღნაგობის, ქირავნობისა და უზუფრუქტის უფლებების სამართლებრივი საკითხები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

2. სახელმწიფო მიწა სარგებლობის უფლებით გაიცემა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მოცემული მიწის ნაკვეთის გასხვისება კანონით არის აკრძალული; ბ) მიმღების თხოვნის შესაბამისად; გ) რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოს დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმადაც მოცემული მიწის ნაკვეთის გასხვისება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ან ტერიტორიული ერთეულის ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა ინტერესებს ; დ) „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2294 – სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.198 საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1410 – სსმI, №22, 18.05.2005წ., მუხ.154

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/5.md
