---
title: "მუხლი 6. სახელმწიფო მიწის იჯარის ქირა და გადახდის წესი — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/6"
law: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 13678"
adopted: "1998-10-28"
consolidated_as_of: "2007-06-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-07-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სახელმწიფო მიწის იჯარის ქირა და გადახდის წესი — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-07-11.
> Cite as: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2007-06-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/6

1. იჯარით აღებული სახელმწიფო მიწით და სხვა ქონებით სარგებლობისათვის მოიჯარე მეიჯარის სასარგებლოდ იხდის იჯარის ქირას.

2. მიწის იჯარის ქირა შეიძლება შედგებოდეს მიწის იჯარის ქირისა და იჯარით გაცემული, მიწასთან მყარად დაკავშირებული ქონების იჯარის ქირისაგან. მიწისა და ქონების იჯარის ქირა ცალ-ცალკე აღირიცხება იჯარის ხელშეკრულებაში.

3. საიჯარო ქირის ოდენობა დგინდება ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად და განისაზღვრება იჯარის ხელშეკრულებით.

4. საიჯარო ქირის შეცვლის შემთხვევები და მისი გამოთვლის წესი განისაზღვრება იჯარის ხელშეკრულებით.

5. იჯარის ქირის გადახდა არ ათავისუფლებს მოიჯარეს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახდელებისაგან.

6. საიჯარო ქონების აღწერის ოქმის, საიჯარო ნაკვეთების გეგმის შედგენისა და იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის ხარჯებს მოიჯარე გაიღებს. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2294 – სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.198

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13678-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-arasasoplo-sameurneo-danishnulebis-m/7.md
