---
title: "მუხლი 11. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/11"
law: "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 13714"
adopted: "2002-05-14"
consolidated_as_of: "2005-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 2005-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2005-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/11

1. ლიცენზიის გამცემი არ გასცემს ლიცენზიას, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს; ბ) ლიცენზიის მაძიებელი მოითხოვს იმ საქმიანობის ლიცენზიას, რომლის ლიცენზიაც მას გაუუქმდა და გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი; გ) ლიცენზიის მაძიებელს შეჩერებული აქვს ამავე ლიცენზირებად სფეროში მიღებული ლიცენზიის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი მისი შეჩერების საფუძველი.

2. დაუშვებელია ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ლიცენზიების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/12.md
