---
title: "მუხლი 20. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/20"
law: "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 13714"
adopted: "2002-05-14"
consolidated_as_of: "2005-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 2005-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2005-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/20

ნებართვის გამცემი: ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება, შეაჩერებს ან განაახლებს მის მოქმედებას ან აუქმებს მას; ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს; გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს სახელმწიფო სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების თაობაზე; დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ: დ.ა) საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის თაობაზე – საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“; დ.ბ) მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის თაობაზე, აგრეთვე ინფორმაციას, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან/და პირად საიდუმლოებას – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას; ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/21.md
