---
title: "მუხლი 24. ნებართვის გაცემის დამატებითი წესი — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/24"
law: "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 13714"
adopted: "2002-05-14"
consolidated_as_of: "2005-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. ნებართვის გაცემის დამატებითი წესი — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 2005-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2005-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/24

1. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვა გაიცემა ამ მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვა გაიცემა კონკურსის (აუქციონის) წესით. ნებართვის გამცემი საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობაში მიუთითებს კონკურსის (აუქციონის) ჩატარების თარიღს.

3. ნებართვის გამცემი ატარებს კონკურსს (აუქციონს) წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან 5 დღეში და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის (აუქციონის) ჩატარებიდან 3 დღის განმავლობაში.

4. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გასცემს სანებართვო მოწმობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/25.md
