---
title: "მუხლი 25. კონკურსის (აუქციონის) ჩატარების წესისა და პირობების შესახებ ნორმატიული აქტის გამოცემა — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/25"
law: "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 13714"
adopted: "2002-05-14"
consolidated_as_of: "2005-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. კონკურსის (აუქციონის) ჩატარების წესისა და პირობების შესახებ ნორმატიული აქტის გამოცემა — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 2005-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2005-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/25

1. კონკურსის (აუქციონის) ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით.

2. ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი კონკურსის (აუქციონის) ჩატარების წესისა და პირობების შესახებ მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XV თავით დადგენილი წესით, ამ მუხლის გათვალისწინებით.

3. ადმინისტრაციული წარმოება კონკურსის (აუქციონის) ჩატარების წესისა და პირობების შესახებ ნორმატიული აქტის გამოსაცემად შეიძლება დაიწყოს დაინტერესებული მხარის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს განცხადების საფუძველზედაც.

4. ადმინისტრაციული ორგანო ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მისაღებად ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს და საჯარო გაცნობისათვის მასალებს წარადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან განცხადების შესაბამისობის დადგენიდან 3 დღის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/26.md
