---
title: "მუხლი 29. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/29"
law: "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 13714"
adopted: "2002-05-14"
consolidated_as_of: "2005-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 2005-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2005-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/29

1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად ან გარკვეული ვადით საქმიანობის განსახორციელებლად. ეს ვადა განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.

2. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია ნებართვით გან-საზღვრული საქმიანობა განახორციელოს ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან.

3. ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია, გარდა მშენებლობის ნებართვისა და არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლის ნებართვისა, როდესაც ხდება მშენებარე ან არქიტექტურული ობიექტის მესაკუთრის (მფლობელის) შეცვლა. თავი VII. ნებართვის მოქმედების შეჩერება და განახლება. ნებართვის გაუქმება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/30.md
