---
title: "მუხლი 3. ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის პრინციპები — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/3"
law: "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 13714"
adopted: "2002-05-14"
consolidated_as_of: "2005-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის პრინციპები — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 2005-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2005-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/3

ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის სფეროებში მოქმედი კრიტერიუმები, მოთხოვნები, პირობები და წესები უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ პრინციპებს: ა) კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობა; ბ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მისი საცხოვრებელი და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა; გ) მეწარმეთა ინტერესების დაცვა; დ) სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა; ე) მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა; ვ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/4.md
