---
title: "მუხლი 34. სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/34"
law: "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 13714"
adopted: "2002-05-14"
consolidated_as_of: "2005-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 2005-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2005-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/34

1. სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი ორი სახისაა: ა) უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი; ბ) სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი.

2. უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრს აწარმოებს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი.

3. ლიცენზიის/ნებართვის გამცემს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერებისა და განახლების, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.

4. უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება: ა) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის შესახებ: სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები –ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის); სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე მონაცემები – ფიზიკური პირისათვის; ბ) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ; გ) ლიცენზიის/ნებართვის სახე (სახეები); დ) სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი.

5. ლიცენზიის ან/და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით ნებართვის გამცემი ვალდებულია: ა) ლიცენზიის/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის თაობაზე უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეტანილი მონაცემები შეტანიდან 10 დღის განმავლობაში აცნობოს სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს; ბ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მისი გაუქმების თაობაზე.

6. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მიზანია შეიქმნას ლიცენზიების/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვების გაცემის, მათში ცვლილების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მათი გაუქმების შესახებ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზა.

7. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

8. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეიტანება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, აგრეთვე აღინიშნება ლიცენზიის/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი და შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა.

9. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ამ რეესტრის მონაცემების კვარტალური გამოქვეყნება.

10. ლიცენზიის/ნებართვის შესახებ მონაცემები სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეიტანება სარეგისტრაციო ჩანაწერის სახით, რაც არ გულისხმობს ლიცენზიაში/ნებართვაში რაიმე ცვლილების შეტანის შესაძლებლობას.

11. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ლიცენზიებთან/ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. თავი IX. პასუხისმგებლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/35.md
