---
title: "მუხლი 38. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამთავრობო დაწესებულებების უფლებამოსილება გარდამავალ პერიოდში — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/38"
law: "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 13714"
adopted: "2002-05-14"
consolidated_as_of: "2005-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამთავრობო დაწესებულებების უფლებამოსილება გარდამავალ პერიოდში — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 2005-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2005-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/38

საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის თანახმად ერთობლივ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა განსაზღვრამდე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების უფლებამოსილება სალიცენზიო და სანებართვო სფეროებში განისაზღვრება „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და ამ ბრძანებულების საფუძველზე გამოცემული საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ნორმატიული აქტების მიხედვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/39.md
