---
title: "მუხლი 7. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/7"
law: "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 13714"
adopted: "2002-05-14"
consolidated_as_of: "2005-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 2005-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2005-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/7

ლიცენზიის გამცემი: ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ლიცენზიას, შეაქვს მასში ცვლილება, შეაჩერებს ან განაახლებს მის მოქმედებას ან აუქმებს მას; ბ) აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს; გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების თაობაზე; დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციისა, საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას; ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/8.md
