---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი — თავისუფლების ქარტია"
url: "https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/1"
law: "თავისუფლების ქარტია"
article: "1"
identifier: "matsne 1381526"
adopted: "2011-05-31"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი — თავისუფლების ქარტია

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფლების ქარტია, მუხლი 1 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/1

ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1867 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/2.md
