---
title: "მუხლი 10. ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურები და მათი თანამშრომლები — თავისუფლების ქარტია"
url: "https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/10"
law: "თავისუფლების ქარტია"
article: "10"
identifier: "matsne 1381526"
adopted: "2011-05-31"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურები და მათი თანამშრომლები — თავისუფლების ქარტია

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფლების ქარტია, მუხლი 10 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/10

ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებს და მათ თანამშრომლებს მიეკუთვნებიან: ა) სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს სსრ -ის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროები; ბ) სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და მასში შემავალი სასაზღვრო ჯარების სადაზვერვო დანაყოფები; საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და ავტონომიური რესპუბლიკების უშიშროების კომიტეტები; გ) სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული განყოფილებები და გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო; დ) პირები, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან და არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ან საქართველოში იმყოფებიან მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ასრულებდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების დავალებებს წერილობითი ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/11.md
