---
title: "მუხლი 11. კომისიიდან ინფორმაციის მიღების აუცილებლობა — თავისუფლების ქარტია"
url: "https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/11"
law: "თავისუფლების ქარტია"
article: "11"
identifier: "matsne 1381526"
adopted: "2011-05-31"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. კომისიიდან ინფორმაციის მიღების აუცილებლობა — თავისუფლების ქარტია

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფლების ქარტია, მუხლი 11 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/11

1. ამ კანონის მე -8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის დაკავების პრეტენდენტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად თანამდებობის პირი ან ორგანო , რომელიც ახორციელებს ამ თანამდებობა ზე დანიშვნას (არჩევას), ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირ ის შესახებ მონაცემები , რომე ლიც შეიძლება დაინიშნოს (არჩეულ იქნეს) აღნიშნულ თანამდებობა ზე . თუ კომისია მას აცნობებს , რომ პრეტენდენტი არის პირი , რომელზედა ც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვა, თანამდებობის პირი ან ორგანო უარს ამბობს ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნაზე (არჩევაზე).

2. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირის შესახებ მონაცემები , რომე ლიც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით მიმართავს მას კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით . თუ კომისია დაადგენს , რომ კანდიდატი არის პირი , რომელიც თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან და არის ამ კანონის მე -10 მუხლით განსაზღვრული სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომელი , კომისია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდე გ და მხოლოდ კანდიდატის მიერ კანდიდატურის არმოხსნის შემთხვევაში აქვეყნებს კანდიდატის შესახებ არსებულ საიდუმლო მონაცემებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/12.md
