---
title: "მუხლი 12. ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომლის ნებაყოფლობითი აღიარება — თავისუფლების ქარტია"
url: "https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/12"
law: "თავისუფლების ქარტია"
article: "12"
identifier: "matsne 1381526"
adopted: "2011-05-31"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომლის ნებაყოფლობითი აღიარება — თავისუფლების ქარტია

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფლების ქარტია, მუხლი 12 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/12

1. პირი, რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურთან, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში წერილობითი განცხადებით მიმართოს კომისიას და გადასცეს მას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი ამ სპეციალურ სამსახურში თავისი საქმიანობის, აგრეთვე სპეციალური სამსახურის საქმიანობის შესახებ.

2. წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პირის ვინაობა, ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურთან თანამშრომლობის ფორმა, ადგილი და პერიოდი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთაც მოითხოვს კომისია.

3. თუ კომისია საჭიროდ მიიჩნევს, პირი ვალდებულია გამოცხადდეს კომისიის სხდომაზე და მისცეს მას ზეპირი განმარტება.

4. განცხადების შეტანის დროს პირი წერილობით იღებს გაფრთხილებას ამ კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე, რომელიც მას დაეკისრება საკუთარი ან სხვათა საქმიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/13.md
