---
title: "მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი — თავისუფლების ქარტია"
url: "https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/14"
law: "თავისუფლების ქარტია"
article: "14"
identifier: "matsne 1381526"
adopted: "2011-05-31"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი — თავისუფლების ქარტია

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფლების ქარტია, მუხლი 14 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/14

1. ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირები, რომელთაც უკავიათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა, ვალდებული არიან გადადგნენ აღნიშნული თანამდებობიდან ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები: ა) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; ბ ) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ “; გ ) „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2016 წლის 1 იანვრამდე განსაზღვროს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3964 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/13-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/15.md
