---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — თავისუფლების ქარტია"
url: "https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/2"
law: "თავისუფლების ქარტია"
article: "2"
identifier: "matsne 1381526"
adopted: "2011-05-31"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — თავისუფლების ქარტია

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფლების ქარტია, მუხლი 2 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/2

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ოკუპირებული ტერიტორიები − „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები; ბ) სტრატეგიული ობიექტი − ობიექტი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სტრატეგიული პროდუქტის (ნავთობ პროდუქტის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, ძვირფასი ლითონის, პურპროდუქტის) წარმოებასთან; გ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტი – ობიექტი, რომლის საქმიანობაც სასიცოცხლოდაა დაკავშირებული მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების პირობებთან; დ) ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობა − ნებისმიერი სახის საქმიანობა (შტატიანი ან ნებაყოფლობითი), რომელიც ხორციელდებოდა ყოფილი სსრკ-ის სპეც იალური სამსახურების მითითებით ან/და ზედამხედველობით. ე) კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია − ისეთი იდეოლოგია, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებითა და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობითა და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა; ვ) კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა − ისეთი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1867 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/3.md
