---
title: "მუხლი 9. თანამდებობრივი შეზღუდვის გავრცელების დრო და პირები, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეზღუდვა — თავისუფლების ქარტია"
url: "https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/9"
law: "თავისუფლების ქარტია"
article: "9"
identifier: "matsne 1381526"
adopted: "2011-05-31"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. თანამდებობრივი შეზღუდვის გავრცელების დრო და პირები, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეზღუდვა — თავისუფლების ქარტია

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფლების ქარტია, მუხლი 9 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/9

1. ამ კანონის მე -8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ პირები, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე იყვნენ: ა) ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლები და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილიდან): ა.ა) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაზე; ა.ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გარიცხულ იქნენ საიდუმლო თანამშრომელთა აპარატიდან; ა.გ) დაუდგენელი მიზეზების გამო გაწყვიტეს კავშირი დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან; ბ) ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილიდან) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე ან რომელთაც, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე; გ) (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/5/560 – ვებგვერდი, 17.11.2015წ . დ) (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/5/560 – ვებგვერდი , 17.11.2015 წ . ე) საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.

2. ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე ასევე არ შეიძლება დაინიშნონ (არჩეულ იქნენ) პირები, რომელთა შესახებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1991 წლის 9 აპრილიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/5/560 – ვებგვერდი , 17.11.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1381526-tavisuplebis-kartia/10.md
