---
title: "მუხლი 4. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება — სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13834-samkhedro-savaldebulo-samsakhuris-gadavadebis-mosakreblis-shesakheb/4"
law: "სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 13834"
adopted: "2002-06-21"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება — სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13834-samkhedro-savaldebulo-samsakhuris-gadavadebis-mosakreblis-shesakheb/4

1. ამ კანონით დადგენილი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდა არის წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი.

2. წვევამდელის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის პირს მის პირად საქმეში შეაქვს სათანადო ჩანაწერი და ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2558 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1256 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13834-samkhedro-savaldebulo-samsakhuris-gadavadebis-mosakreblis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13834-samkhedro-savaldebulo-samsakhuris-gadavadebis-mosakreblis-shesakheb/5.md
