---
title: "მუხლი 5. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის განაკვეთი — სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13834-samkhedro-savaldebulo-samsakhuris-gadavadebis-mosakreblis-shesakheb/5"
law: "სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 13834"
adopted: "2002-06-21"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის განაკვეთი — სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13834-samkhedro-savaldebulo-samsakhuris-gadavadebis-mosakreblis-shesakheb/5

1. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებული პირისათვის 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2000 (ორი ათას) ლარს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ, მაგრამ არა უმეტეს 25 წლის ასაკისა.

3. თუ გადავადების უფლების გამოყენება ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, პირს შეუწყდება გადავადებით სარგებლობის უფლება და გაწვეული იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3429 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.225

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13834-samkhedro-savaldebulo-samsakhuris-gadavadebis-mosakreblis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13834-samkhedro-savaldebulo-samsakhuris-gadavadebis-mosakreblis-shesakheb/6.md
