---
title: "მუხლი 6. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის საქართველოს სახელმწიფ ო ბიუჯეტში გადახდის წესი — სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13834-samkhedro-savaldebulo-samsakhuris-gadavadebis-mosakreblis-shesakheb/6"
law: "სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 13834"
adopted: "2002-06-21"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის საქართველოს სახელმწიფ ო ბიუჯეტში გადახდის წესი — სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13834-samkhedro-savaldebulo-samsakhuris-gadavadebis-mosakreblis-shesakheb/6

1. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის 90% ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 10% – შესაბამის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

2. სამხედრო სავალდ
ებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების განსაზღვრისა და ამ შემოსავლების მიღებაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტი ყოველი წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის გაანგარიშებებს ამ მოსაკრებლიდან მომდევნო საბიუჯეტო წელს მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების შესახებ.
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2230 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.66
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №889 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.230
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1390 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2558 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
საქართველოს 2020  წლის 15 ივლისის კანონი №7027 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13834-samkhedro-savaldebulo-samsakhuris-gadavadebis-mosakreblis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13834-samkhedro-savaldebulo-samsakhuris-gadavadebis-mosakreblis-shesakheb/7.md
