---
title: "მუხლი 10 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/10"
law: "კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 1399901"
adopted: "1989-11-20"
consolidated_as_of: "2000-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2000-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2000-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/10

1. 9 მუხლის 1 პუნქტის თანახმად მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებათა შესაბამისად ბავშვის ან მისი მშობლების განცხადება ოჯახის შეერთების მიზნით მონაწილე სახელმწიფოში შესვლის ან იქიდან გამოსვლის თაობაზე მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ პოზიტიურად, ჰუმანურად ა ოპერატიულად. შემდეგ მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ასეთი თხოვნის წარდგენა არ იწვევდეს განმცხადებლისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საზიანო შედეგებს.

2. ბავშვს, რომლის მშობლები სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ, უფლება აქვს, რეგულარულ საფუძველზე იქონიოს პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები ორივე მშობელთან. ამ მიზნით და 9 მუხლის 2 პუნქტის თანახმად მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატვის სცემენ ბავშვისა და მისი მშობლების უფელბას, დატოვონ ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარიც, და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. ნებისმიერი ქვეყნის დატოვების უფლების მიმართ მოქმედებს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, როგორიც კანონითაა დაწესებული და საჭიროა სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის (ordre public), მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის, ანდა სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის და შეთავსებადია წინამდებარე კონვენციის აღიარებულ სხვა უფლებებთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/11.md
