---
title: "მუხლი 13 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/13"
law: "კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 1399901"
adopted: "1989-11-20"
consolidated_as_of: "2000-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2000-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2000-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/13

1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეის მოძიების, მიღების და გადაცემის თავისუფლებას საზღვრების მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების ნაწარმოების ფორმით ან ბავშვის არჩევანის შესაბამისად სხვა საშუალებების დახმარებით.

2. ამ უფლების განხორციელებას შეიძლება შეეხოს ზოგიერთი შეზღუდვა, მაგრამ ასეთი შეზღუდვები შეიძლება იყოს მხოლოდ ის შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და რომლებიც აუცილებელია: ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპტუაციის პატივისცემისათვის; ან ბ) სახლმწიფო უშიშროების, ან საზოგადოებრივი წესრიგის (ordre public), ან მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/14.md
