---
title: "მუხლი 14 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/14"
law: "კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 1399901"
adopted: "1989-11-20"
consolidated_as_of: "2000-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2000-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2000-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/14

1. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის თავისუფელბის, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას.

2. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობლების და შესაბამის შემთხვევაში კანონიერი მეურვეების უფლებებსა და მოვალეობებს, უხელმძღვანელონ ბავშვს მისი უფლების განხორციელებაში მეთოდით, რომელიც შეესაბამება ბავშვის განვითარებად უნარებს.

3. რელიგიის ან რწმენის თავისუფლებას შეიძლება შეეხოს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ზნეობის და ჯანმრთელობის ან სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/15.md
