---
title: "მუხლი 17 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/17"
law: "კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 1399901"
adopted: "1989-11-20"
consolidated_as_of: "2000-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2000-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2000-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/17

მონაწილე სხელმწიფოები აღიარებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მნიშვნელოვან როლს და უზრუნველყოფენ, რომ ბავშვს ხელი მიუწვდებოდეს სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო წყაროების ინფორმაციასა და მასალებზე, განსაკუთრებით ისეთი ინფორმაციასა და მასალებზე, რომლებიც მოწოდებულია ხელს უწყობდეს ბავშვის სოციალურ, სულეირ და მორალურ კეთილდღეობას, აგრეთვე ჯანსაღ ფიზიკურ და ფიზიკურ განვითარებას. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები: ა) ხელს უწყობენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს გაავრცელონ ინფორმაცია და მასალები, რომლებიც ბავშვებისთვის სასარგებლოა სოციალური და კუილტურული თვალსაზრისით და შეესაბამება 29 მუხლი სულისკვეთებას; ბ) ხელს უწყობენ საერთაშორისო თანამშრომლობას ასეთი ინფორმაციისა და მასალების მომზადების, გაცვლისა და სხვადასხვა კულტურული, ეროვნული და საერთაშორისო წყაროებიდან გავრცელების სფეროში; გ) ხელს უწყობენ საბავშვო ლიტერატურის გამოშვებასა და გავრცელებას; დ) ხელს უწყობენ მასობრივ ინფორმაციას, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს იმ ბავშვის ენობრივ მოთხოვნილებებს, რომელიც უმიცრესობათა რომელიმე ჯგუფს ამ ძირეულ მოსახლეობას განეკუთვნება; ე) ხელს უწყობს ისეთი ინფორმაციისა და მასალებისაგან ბავშვის დაცვის სათანადო პრინციპების შემუშავებას, რომლებიც ზიანს აყენებს მის კეთილდღეობას, 13 და 18 მუხლების გათვალისწინებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/18.md
