---
title: "მუხლი 18 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/18"
law: "კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 1399901"
adopted: "1989-11-20"
consolidated_as_of: "2000-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2000-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2000-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/18

1. მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

2. წინამდებარე კონვენციაში ჩამოყალიბებული უფლებების განხორციელების უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის მიზნით მონაწილე სახელმწიფოები მშობლებსა და კანონიერ მეურვეებს სათანადო დახმარებას უწევენ, რათა მათ შეასრულონ თავიანთი მოვალეობანი ბავშვების აღზრდაში, და უზრუნველყოფენ საბავშვო დაწესებულებების ქსელის განვითარებას.

3. მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ, რომ ბავშვებს, რომელთა მშობლები მუშაობენ, უფლება ჰქონდეთ ისარგებლონ მათთვის განკუთვნილი სამსახურებით და ბავშვთა მოვლის დაწესებულებებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/19.md
