---
title: "მუხლი 20 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/20"
law: "კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 1399901"
adopted: "1989-11-20"
consolidated_as_of: "2000-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2000-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2000-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/20

1. ბავშვი, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია თავის ოჯახურ გარემოცვას ან რომელსაც საკუთარი საუკეთესო ინტერესებისათვის არ შეუძლია ასეთ გარმოცვაში დარჩეს, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული დაცვისა და დახმარების უფლება აქვს.

2. მონაწილე სახელმწიფოები თავიანთი ეროვნული კანონების შესაბამისად უზრუნველყოფენ ასეთი ბავშვის მოვლის შეცვლას.

3. ასეთი მოვლა შეიძლება შეიცავდე,ს კერზოდ, აღსაზრდელად გადაცემას, ისლამური სამართლით „კაფალას“, შვილად აყვანას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვთა მოვლის შესაბამის დაწესებულებებში მოთავსებას. შეცვლის ვარიანტების განხილვისას სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობა და მისი ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური და კუილტურული კუთვნილება და მშობლიური ენა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/21.md
