---
title: "მუხლი 21 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/21"
law: "კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 1399901"
adopted: "1989-11-20"
consolidated_as_of: "2000-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2000-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2000-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/21

მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ და/ან ეთანხმებიან შვილად აყვანის სისტემის არსებობას, უზრუვნელყოფენ, რომ პირველ რიგში გათვალისწინებული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, და ისინი: ა) უზრუნველყოფენ, რომ შვილად აყვანის ნებას რთავდნენ მხოლოდ კომპეტენტური ხელისუფალნი, რომლებიც შესაბამისი კანონისა და პროცედურების საფუძველზე და საქმესთან დაკავშირებული და უტყუარი მტელი ინფორმაციის საფუძველზე ადგენენ, რომ შვილად აყვანა დასაშვებია მშობლების, ნათესავების და კანონიერი მეურვეების მიმართ ბავშვის სტატუსის თანახმად და რომ თუ საჭიროა, დაინტერესებულმა პირებმა შვილად აყვანაზე გაცნობეირებული თანხმობა განაცხადონ ისეთი კონსულტაციის საფუძველზე, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს; ბ) აღიარებენ, რომ სხვა ქვეყანაში გაშვილება შეიძლება გახდეს ბავშვის მოვლის ალტერნატიული საშუალება, თუ ბავშვი აღსაზრდელად ვერ გადაეცემა ან ვერ მიებარება ოჯახს, რომელიც უზრუნველყოფდა მის აღზრდას ან შვილად აყვანას, და თუ ბავშვის წარმოშობის ქვეყანაში რაიმე შესაფერისი მოვლის უზრუნველყოფა შეუძლებალია; გ) უზრუნველყოფენ, რომ სხვა ქვეყანაში გაშვილების შემთხვევაში გამოიყენებოდეს ისეთივე გარანტიები და ნორმები, რომლებიც შვილად აყვანის მიმართ გამოიყენება ქვეყნის შიგნით; დ) ყველა საჭირო ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ, რომ, სხვა ქვეყანაში გაშვილების შემთხვევაში ბავშვის მიბარებას არ მოჰყვეს ამასთანდ აკავშირებული პირების მიერ გაუმართლებელი ფინანსური სარგებლის მიღება; ე) ხელს უწყობენ საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლის მიზნების მიღწევას ორმხრივი და მრავალმხრივი მორიგებებისა და შეთანხმებების დადების გზით და ესწრაფვიან ამ საფუძველზე უზრუნველყოფნ, რომ ბავშვის სხვა ქვეყანაში დაშვილებას კომპეტენტური ხელისუფალნი ან ორგანოები ახორციელებდნენ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/22.md
