---
title: "მუხლი 26 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/26"
law: "კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 1399901"
adopted: "1989-11-20"
consolidated_as_of: "2000-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2000-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2000-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/26

1. მონაწილე სხელმწიფოები აღიარებენ ყველა ბავშვის უფლებას ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფის სიკეთეებით, მათ შორის სოციალური დაზღვევით, და საჭირო ღონისძიებებს ახორციელებენ ამ უფლების სრული განხორციელების მისაღწევად თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ეს სიკეთეები ეძლევათ არსებული რესურსებისა და ბავშვისა და მისი მოვლისათვის პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობათა გათვალისწინებით, აგრეთვე ნებისმიერი მოსაზრებით, რომლებიც უკავშირდება მისი სახელით ბავშვის მიერ სიკეთის მიღებასთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/27.md
