---
title: "მუხლი 29 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/29"
law: "კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 1399901"
adopted: "1989-11-20"
consolidated_as_of: "2000-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2000-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2000-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/29

1. მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან იმაზე, რომ ბავშვის განათლება გამიზნული უნდა იყოს იმისათვის, რათა: ა) ბავშვის პიროვნება, ნიჭი და გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები რაც შეიძლება სრული მოცულობით განვითარდეს; ბ) აღიზარდოს ადამიანის ულფებებისა და ძირითადი თავისუფლებების, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების პატივისცემა; გ) აღიზარდოს ბავშვში მშობლების, მისი კულტურული თავისთავადობის, ენისა და ღირებულებების, თავის საცხოვრებელი ქვეყნის, თავისი წარმომავლობის ქვეყნის და მისი საკუთრებისგან განსხვავებული ცივილიზაციების ღირებულებათა პატივისცემა; დ) ბავშვი მომზადდეს თავისუფალ საზოგადოებაში სეგნებული ცხოვრებისათვის გაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის, მამაკაცებისა და ქალების თანასწორობის, ყველა ხალხს, ეთნიკურ, ეროვნულ და რელიგიურ ჯგუფებს, აგრეთვე მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა შორის მეგობრობის სულისკვეთებით; ე) აღიზარდოს გარემოსადმი პატივისცემის გრძნობა.

2. ამ მუხლის ან 28 მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა იყოს გაგებული როგორც ცალკეული პირებისა და ორგანოების შემზღუდველი იმაში, რომ შექმნან სასწავლო დაწესებულებები და უხელმძღვანელონ მათ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებული პრინციპების განუხრელი დაცვის პირობით და შეასრულონ ის მოთხოვნები, რომ ასეთი სასწავლებლებში მიცემული განათლება შეესაბამებოდეს მინიმალურ ნორმებს, რომლებიც სახელმწიფომ შეიძლება დაადგინოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/30.md
