---
title: "მუხლი 37 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/37"
law: "კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 1399901"
adopted: "1989-11-20"
consolidated_as_of: "2000-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2000-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2000-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/37

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ: ა) არც ერთმა ბავშვმა არ განიცადოს წამება ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან დასჯა. არც სიკვდილით დასჯა, არც სამუდამო პატიმრობა, რაც გათავისუფლების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, არ მიესჯებათ დანაშაულისათვის 18 წლამდე ასაკის პირებს; ბ) არც ერთ ბავშვს არ აღეკვეთოს თვისუფლება უკანონო ან ნებისმიერი სახით. დაპატიმრება, დაკავება ან დატუსაღება ხორციელდება კანონის თანახმად და გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს ზომად და დროის რაც შეიძლება შესაბამისი მოკლე პერიოდის განმავლობაში; გ) ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი უნდა სარგებლობდეს ჰუმანური მოპყრობით და მისი პიროვნების განუყოფელი ღირსების პატივსიცემით მისი ასაკის პირთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით. კერძოდ, ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი განცალკევებული უნდა იყოს უფროსებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიჩნეულია, რომ ამის გაკეთება არ ღირს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის, და ჰქონდეს უფლება კავშირი იქონიოს თვის ოჯახთან მიმოწერის და პაემნის მეშვეობით, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა; დ) ყოველ თავისუფლებააღკვეთი ბავშვს ჰქონდეს უფლება, დაუყოვნებლივ ისარგებლოს სამართლებრივი და სხვა შესაბამისი დახმარებით, აგრეთვე უფლება, გაასაჩივროს თავისი თავისუფლების აღკვეთის კანონიერება სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე და უფლება, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ მათ გადაწყვეტილება ნებისმიერი ასეთი პროცესუალური მოქმედების მიმართ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/38.md
