---
title: "მუხლი 38 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/38"
law: "კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 1399901"
adopted: "1989-11-20"
consolidated_as_of: "2000-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2000-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2000-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/38

1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რომელიც მათ მიმართ გამოიყნება შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში და უკავშირდება ბავშვებს, და უზრუნველყონ მათი დაცვა.

2. მონაწილე სახელმწიფოები ყოველ შესაძლო ზომას მიმართავენ, რათა უზრუნველყონ, რომ 15 წლამდე ასაკის პირები უშაულო მონაწილეობას არ მიიღებდნენ საომარ მოქმედებებში.

3. მონაწილე სახელმწიფოები თავს იკავებენ თავიანთ შეიარაღბულ ძალებში სამსახურისათვის 15 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირის გაწვევისაგან. იმ პირების გაწვევისას, რომლებმაც 15 წლის ასაკს მიაღწიეს, მაგრამ ჯერ 18 წელი არ შესრულებიათ, მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენუპირატესობა უფროსი ასაკის პირებს მიანიჭონ.

4. საერთაშორისო ჰუმანიტარულის სამართლის მიხედვით თავიანთ მოვალეობათა თანახმად, რომლებიც უკავშირდება სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას შიარაღებულიკონფლიქტების დროს, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ ყველა შესაძლო ღონეს მიმართონ, რათა უზრუნველყონ შეიარაღებულ კონფლიქტში მოქცეულ ბავშვთა დაცვა და მათი მოვლა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/39.md
