---
title: "მუხლი 39 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/39"
law: "კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
article: "39"
identifier: "matsne 1399901"
adopted: "1989-11-20"
consolidated_as_of: "2000-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2000-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2000-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/39

მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა ხელი შეუწყონ იმ ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ აღდგენას და სოციალურ რეინტეგრაციას, რომელიც არის ყველა სახის უგულებელყოფის, ექსპლუატაციისა და ბოროტმოქმედების, წამების ან ნებისმიერი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შმლახველი მოპყრობის, დასჯის ან შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლი. ასეთი აღდგენა და რეინტეგრაცია უნდა ხორციელდებოდეს ბავშვის ჯანმრთელობის, საკუთარი თავის პატივისცემის და ღირსების უზრუნველმყოფ პირობებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/40.md
