---
title: "მუხლი 50 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/50"
law: "კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ"
article: "50"
identifier: "matsne 1399901"
adopted: "1989-11-20"
consolidated_as_of: "2000-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50 — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2000-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2000-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/50

1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს შესწორება და წარუდგინოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. შემდეგ გენერალური მდივანი შეთავაზებულ შესწორებას უგზავნის მონაწილე სახელმწიფოებს თხოვნით, მიუთითონ, უჭერენ თუ არა მხარს მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მოწვევას ამ წინადადებათა განხილვისა და მათ თაობაზე კენჭისყრის გამართვის მიზნით. თუ ოთხი თვის განმავლობაში, ამ შეტყობინების თარიღიდან მოყოლებული, მონაწილე სახელმწიფოთა სულ ცოტა ერთი მესამედი მხარს დაუჭერს ასეთი კონფერენციის მოწვევას, გენერალური მდივანი იწვევს ამ კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. ამ კონფერნციის დამსწრე და კენჭისყრის მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობით მიღებულ ასეთ შესწორებას დასამტკიცებლად გენერალურ ასამბლეას წარუდგენენ.

2. ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მისი დამტკიცებისა და მონაწილე სახელმწიფოების ორი მესამედის უმრავლესობის მიერ მიღების შემდეგ.

3. როცა შესწორება ძალაში შედის, ისი სავალდებულო ხდება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც იგი მიიღეს, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის სავალდებულოდ რჩება წინამდებარე კონვენციის დებულებები და მათ მიერ მიღებული ნებისმიერი წინა შესწორებანი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1399901-konventsia-bavshvis-uplebebis-shesakheb/51.md
